ევროპული მოქმედების დღე: საპროტესო აქციები და გაფიცვები მთელს ევროპაში - "ჩვენ ბევრნი ვართ, თქვენ ცოტა"

ევროპა საპროტესტო მანიფესტაციებმა მოიცვა. აგერ უკვე მეორე დღეა რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში პროტესტი თავისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფორმით მძინვარებს- ბელგიის, საბერძნეთის და ესპანეთის მუშათა კლასი პროფკავშირებთან ერთად უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების და ხელფასის შემცირებას. მთავრობის წარმომადგენლები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ეს იქნება მოკლე ვადიანი თუმცა საკმაოდ ეფექტური სვლა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. რადიკალურად განსხავავებული აზრი აქვთ მომიტინგეებს, ისინი თვლიან რომ ეს დამანგრევლად იმოქმედებს მუშათა კლასზე და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლას თხოვენ.

დაახლოებით 100,000 ადამიანმა 27 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში ბრიუსელში, რომელიც ევროკავშირის გენერალური ოფისების წინ გაიმართა. მომიტინგეები წითელ, მწვანე და ლურჯ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი და მიზნად ისახავენ გააძლიერონ რვა წლის განმავლობაში ჩატარებული პირველი საერთო გაფიცვის გავლენა.

საერთო გაფიცვა ესპანეთში

პროფკავშირების მონაცემებით, 10 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საერთო გაფიცვაში, ესპანეთში. 70% ზე მეტი დასაქმებული ადამიანის პროტესტი გახდა მკვეთრი და ნათელი სიგნალი მთავრობისთვის, რომ უარი უნდა თქვას რეფორმაზე. იმის მიუხედავად რომ მთავრობა რაოდენობის მნიშვნელობას ამცირებს, სერიოზულად შეფერხდა ფრენები ქვეყნაში და ქვეყნიდან, ისევე როგორც მატარებლებისა და ავტობუსების მუშაობა.

შრომის მინისტრმა ჩელესტინო კორბაჩომ უარი თქვა მიეღო რა მონაწილეობა მანიფესტაციაში, თუმცა განაცხადა რომ, აქციაში მონაწილეობა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 7% მა პროცენტმა მიიღო, ხოლო 20%-მა სატრანსპორტო სექტორში დასაქმებულმებმა, რაც მისი თქმით არც თუ ისე დიდი ციფრია . თუმცა მან აღიარა რომ ელექტრო ენერგიის მოხმარება შემცირდა 16%ით, ერთის მხრივ მან ამ ფაქტის ახსნა იმით სცადა რომ ეს შაბათისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია, თუმცა ბ-ნი კორბაჩოს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა, ჟურნალისტებმა ის სიცრუეში დაადანაშაულეს.

დუბლინის რისხვა

მუშათა კლასის შეიკრიბა დუბლინშიც და ერთიანი მსვლელობა მოაწყვეს მთავრობის ახალი ეკონომიკური რეფორმის გასაპროტესტებლად. ისინი ასევე აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ გაცემულ საკმაოდ ხელგაშლილ და გულუხვ მოწყალებას ბანკებისთვის. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით აქციაში დაახლოებით 20 ინდივიდუალური და სხვადასხვა სახის გაერთიანება მონაწილეობდა. აქციია ასევე გაიმართა ანგლო-ირლანდიური ბანკის წინ.

საინტერესო ფაქტი მოხდა რამდენიმე საათით ადრე აქციამდე დუბლინში. კაცმა რომელიც მუშაობდა ცემენტის მანქანაზე გაუკეთა საინტერესო წარწერა “ტოქსიკური ანგლო ბანკი’’ და დააჯახა ირლანდიის პარლამენტის შესასვლელს და დააზიანა შესასვლელი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბლოირებული იყო.

ბერძნულმა პროფკავშირებმა გააძლიერეს პროტესტი

საბერძნეთში სახელმწიფო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირებმა ევროპის მოქმედების დღე აღნიშნეს საპროტესტო აქციებით პასოკის მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრი ზომების წინააღმდეგ. საზოგადოებრივი სექტორის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორც კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფობსა და კომუნალურ დაწესებულებებში დასაქმებულმა უპასუხეს მოწოდებას სამსახურების დატოვების შესახებ და შეუერთდნენ მასობრივ დემონსტრაციებს, რომელიც ორგანიზებული იყო ბერძენ მუშათა საერთო კონფედერაციისა (GSEE) და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა კონფედერაციის (ADEDY) მიერ ევროკავშირის ოფისებისა და საბერძნეთის პარლამენტის წინ.

ათასობით მზგავრს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიადგათ დარტყმა გაფიცვებისგან, რომელმაც გააჩერა მეტრო, მატარებლები და ავტობუსები რამდენიმე საათის განმავლობაში, გაფიცვას შეუერთდნენ დოკერები რომლებმაც დილიდანვე შეწყვიტეს პორტში მუშაობა. სახელმწიფო საავადმყოფოები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდული პერსონალით მუშაობდნენ 24 საათია გაფიცვის გამო, რომელიც მოაწყო ექიმთა და მედდათა კავშირებმა.

არსებობს მწველი გრძნობა სიბრაზის ხელფასების შემცირებაზე, გადასახადების აწევასა და არაპოპულარული სტრუქტურულ რეფორმებზე რომლებიც თავს მოახვიეს მუშებს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივით.

მაისში საბერძნეთმა მიიღო 110 მილიარდი ევრო (149.43 მილიარდი ა.შ.შ დოლარი) ფინანსური დახმარება სანაცვლოდ სამ წლიან პერიოდში საბერძნეთმა უნდა გაატაროს სტაბილურობისა და ზრდის პროგრამა რათა შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი, რომელმაც 2009 წლის მშპ-ის 13 პროცენტი შეადგინა. მაგრამ „ხელგაშლილობის“ ეს აქტი განხორციელდა მასობრივი შემცირებების პირობით.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანას გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ტალღებმა გადაუარა, როგორც კი პროფკავშირები დაუპირისპირდნენ მთავრობის პოლიტიკას. „დასაქმებულები, დაუსაქმებლები და პენსიონერები რომლებიც განიცდიან მთავრობის უსამართლო პოლიტიკას მთავრობასა და კრედიტორებთან გაფორმებული მემორანდუმის გამო გამოვლენ ქუჩაში,“ ნათქვამია GSEE-ის განცხადებაში.

„წელს საბერძნეთი მოქალაქეები შეესწრნენ ყველაზე ბარბაროსულ თავდასხმას მათ ხელფასებზე, სამუშაო მდგომარეობასა და საპენსიო უფლებებზე. სოციალური დისბალანსი იზრდება, ისევე როგორც უმუშევრობა, შემოსავლის შემცირება და გადასახადების ზრდა რომელსაც მივყავართ რეცესიამდე და უფრო მეტი და მეტი ადამიანი იტანჯება სიღარიბისგან“ დაამატა ADEDY-მ.

მოქმედების ეს წარმატებული დღე იყო მხოლოდ პირველი გასროლა სასტიკ ბრძოლაშიცხოვრების დონისა და სამსახურების დასაცავად მომაკვდავი სისტემის თავდასხმისგან რომელიც სუპერ მდიდარი ბანკირების მოგებებს ხალხის სიმდიდრეზე წინ აყენებს. კაპიტალისტებმა მუშათა კლასს ყველგან გამოუცხადეს ომი. ჯერი მუშათა კლასზეა მიიღოს გამოწვევა და შეებრძოლოს.

29 სექტემბრის მესიჯი ნათელია: „ჩვენ ბევრი ვართ; თქვენ ცოტა“. როდესაც მუშათა კლასი ერთიანია, ორგანიზებული და ბრძოლისთვის მობილიზებული, არანაირ ძალას დედამიწაზე არ შეუძლია მისი შეჩერება.